ლევან იზორიამ მინი-ფეხბურთის გუნდ „არმიას“ გამარჯვება მიულოცა

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „არმიას“ ფეხბურთელებს შეჯიბრში გამარჯვება მიულოცა.

ლევან იზორია ფეხბურთელებს პირადად გაესაუბრა და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ფეხბურთელებს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 15-16 ივნისს დაგეგმილ მინი-ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში EFBLU European Tour 3 2019-ში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებაც აცნობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია", რომელიც სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, მინი-ფეხბურთის ტურნირში ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის ფინალში გავიდა, სადაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი "RS" ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.

თავდაცვის სამინისტროს მინი-ფეხბურთის გუნდი „არმია“ 2016 წელს შეიქმნა და წელს უკვე მესამე სეზონია, რაც ოქროს ლიგაში ასპარეზობს.

ოქროს ლიგა 2018-19 სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. შეჯიბრი სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა