მამუკა ბახტაძე - 21-ე საუკუნეში წარმატების ისტორია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჩართულობას

ჩვენ, გავაგრძელებთ ჩვენი ყველაზე ამბიციური მიზნისკენ წინსვლას, მათ შორის დამწყები ბიზნესებისა და ინოვაციებისთვის სათანადო ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა მსგავსი ეკოსისტემის განსავითარებლად.

“საქართველოს აქვს უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციების საკვანძო ცენტრი. საქართველოს უმნიშვნელოვანესი ასპექტია ჩართულობა. 21-ე საუკუნეში კი წარმატების ისტორია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჩართულობას. საქართველო სავსეა იმედით და მისწრაფებებით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უძველესი ისტორიით. ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოების ნაწილი. ჩვენ გვერდში ვუდგავართ აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან დემოკრატიის, ჩვენი ცივილიზაციის და ღირებულებების შენარჩუნების და დაცვის საქმეს მათგან, ვინც გვემუქრება. წინსვლისთვის ჩვენ გვჭირდება ისეთი მეგობრები, როგორიცაა ამერიკა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა