ექსპერტი ჰარტმუტ მაიერი - სკოლების თვითშეფასების გაძლიერება განათლების რეფორმის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება

მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების განვითარების საერთაშორისო ექსპერტის ჰარტმუტ მაიერის განცხადებით,განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამის შესახებ მან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგები განიხილეს.

„განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისთვის თვითშეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შესაძლებელია განათლების ხარისხის მართვა. პროექტში მონაწილეობის შედეგად, 13- მა სკოლამ სამი წლის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგი მიიღო. მოხდა ამ სკოლებში როგორც შიდა სიტუაციის, სასწავლო პროცესის, ისე, განათლების ხარისხის გაუმჯობესება. თუკი ამ რეფორმის ფარგლებში თვითშეფასების დანერგვა სხვა სკოლებშიც მოხდება, ეს იქნება ძალიან კარგი ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა ჰარტმუტ მაიერმა.

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევითი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავებას. პროექტის პილოტირება ჩატარდა ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თვითშეფასების ის პროექტები, რომლებიც ამ სკოლებმა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით განახორციელეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სკოლების თვითშეფასების ონლაინ კურსის პრეზენტაციაც, რომელიც სკოლების აქტიური მონაწილეობით პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა