რუმინეთში დემონსტრანტები პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულ უნგრელთა სასაფლაოზე შეიჭრნენ

რუმინეთში დემონსტრანტები პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულ უნგრელთა სასაფლაოზე შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ კი, 1 000-ზე მეტმა უნგრელმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 1917 წელს აღნიშნული ტერიტორია ავსტრო-უნგრეთის იმპერიას ეკუთვნოდა და მთაზე გარდაცვლილი 749 უნგრელი ჯარისკაცი დაკრძალეს. მოგვიანებით კი, მე-2 მსოფლიო ომის დროს იმავე მთაზე 149 რუმინელი ჯარისკაცი დაკრძალეს, რის შედეგადაც აღნიშნული მთა რუმინელებსა და უნგრელებს შორის დავის საგანი გახდა. შეგახსენებთ, რომ უნგრელები რუმინეთში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება