მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა 80 გამოსაცდელი პირიდან რვამ ჩააბარა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 80 გამოსაცდელიდან გამოცდა რვა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევით პასუხიან - მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის დავალებას მოიცავდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო.

ტესტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აკვირდებოდა.

„ტესტური გამოცდა პირველი ეტაპია. არის ასი შეკითხვა და 75 სწორი პასუხის შემთხვევაში გამოსაცდელს უფლება აქვს, გადავიდეს მეორე ეტაპზე. გამოცდის ორივე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაინტერესება არის საკმაოდ მაღალი, რაც ნამდვილად კარგია, ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო სისტემას მისცემს შესაძლებლობას, ჰყავდეს ბევრი კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხონ, საბოლოოდ კი განწესდნენ მოსამართლეებად", - განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წერით გამოცდამდე ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა, 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს, მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა