ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი იხსნება

9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი.

ტაძრის კურთხევა დაიწყება დილის 8:00 საათზე, ხოლო 10:00 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

ბოდბელი ეპისკოპოსი, ქართულ უნივერსიტეტში პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იაკობი მოსახლეობას ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს.

„ვისთვისაც ძვირფასია წმინდა ნინო და ვისაც აქვს სურვილი, ყველას-როგორც სასულიერო პირებს, ასევე საზოგადოების წევრებს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, მიიღონ მონაწილეობა ამ ისტორიულ მოვლენაში“, -განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ