9 ივნისს, მთაწმინდაზე, პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება

9 ივნისს, მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც სულ რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე აძლევენ, რომელიც მათთვის 19 მაისის არჩევნებისთვის გაიხსნა. 9 ივნისის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83% .

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა