ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი იხსნება

9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი.

ტაძრის კურთხევა დაიწყება 8:00 საათზე, ხოლო 10:00 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

ბოდბელი ეპისკოპოსი, ქართულ უნივერსიტეტში პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იაკობი მოსახლეობას ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს.

„ვისთვისაც ძვირფასია წმინდა ნინო და ვისაც აქვს სურვილი, ყველას-როგორც სასულიერო პირებს, ასევე საზოგადოების წევრებს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, მიიღონ მონაწილეობა ამ ისტორიულ მოვლენაში“, -განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა