ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყება

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყება. საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდება, რომლის საფუძველზე 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ლაგოდეხში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საველე სამუშაოების დაწყებამდე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საზოგადების ინფორმირებისა და შემდგომ ეტაპებზე დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა.

„ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სპეციალური, სამ თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან. პროცესს მხარდაჭერას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უწევს.

ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები იწყება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა