მოლდოვაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა

მოლდოვაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა. 8 ივნისს მოლდოვის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროდასავლური ბლოკი, რომელიც პარტიებს „მოქმედებასა და სოლიდარობას“ და „ღირსებასა და სიმართლეს“ აერთიანებს, კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ ქვეყანაში დროებითი მთავრობა შექმნეს.

ამასთანავე, მათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს, რომელიც აქამდე განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა. პარლამენტის სპიკერად კი „სოციალისტების“ პარტიის ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „დემოკრატიული პარტია“ მე-3 ადგილზე გავიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისინი ქვეყნის მთავრობას აქამდე აკონტროლებდნენ, რადგან პარლამენტში პარტიები მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდნენ.

იხილეთ ვიდეო: მოლდოვაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა