ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო უბანზე მისვლაზე - მოვედი როგორც რიგითი მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწორი აღქმა, როგორ მიმდინარეობს არჩევნები

არჩევნებს ვაკვირდები როგორც მოქალაქე. რა პრობლემაა, არც კანონი მიკრძალავს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს #42-ე სკოლაში გახსნილ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, დეპუტატების ყოფნამ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის ნების კონტროლთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა კითხვები გააჩინოს, სესიაშვილმა უპასუხა, რომ ის აქ იმყოფება, როგორც მოქალაქე და პოლიტიკოსი და ამომრჩეველს არც კი გასაუბრებია.

ამასთან, სესიაშვილის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდად ჩატარდეს. მისივე განმარტებით, მისი აქ ყოფნა „არავითარი დავალება არ არის".

„პირველ რიგში ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და როცა თქვენ მისვამთ კითხვას, რომ როგორ ტარდება არჩევნები, ამაზე უნდა გიპასუხოთ. მე არ ვარ დამკვირვებელი, მე მოვედი როგორც რიგითი მოქალაქე და პოლიტიკოსი , რომელსაც უნდა ჰქონდეს სწორი აღქმა, როგორ მიმდინარეობს არჩევნები. თქვენ ხედავთ, რომ მე არც ერთ ამომრჩეველს არ გავსაუბრებივარ, მეტიც, ოპონენტებსაც ვესაუბრები და ესეც ბუნებრივი თემაა. პოლიტიკოსი უნდა იყოს იქ, სადაც პოლიტიკური პროცესია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, დღეს „ქართული ოცნები" კანდიდატი გაიმარჯვებს.

„ის თავისუფალი არჩევნები, რაც ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით დამკვიდრდა ქვეყანაში, არის დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

ცალკეული ინციდენტები სადაც გვქონდა, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია მეტ აგრესიულობას იჩენს არჩევნების დროს. ესეც არ არის კატასტროფა. სამწუხაროდ , ჩვენ გვყავს ოპონენტები, რომელიც ხელისუფლებაში იყვნენ და პროვოკაციებით მართავდნენ ქვეყანას და არ გაგვიკვირდეს, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც პროვოკაციულ სტრატეგიას მიმართავდნენ. ამ ყველაფერს ჩვენი ამომრჩეველი, ხალხი ხედავს და იმასაც ხედავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. არჩევანს გონიერი ამომრჩეველი ადვილად გააკეთებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში მთაწმინდაზე ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დეპუტატი ბექა ოდიშარიაც იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: მოვედი როგორც რიგითი მოქალაქე და პოლიტიკოსი - ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო უბანზე მისვლაზე

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს