უკრაინის საგარეო უწყება ცხინვალში „არჩევნებზე“ - რუსეთისა და მისი ოკუპანტი რეჟიმის ამ ნაბიჯს აღიქვამთ, როგორც ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას

ოფიციალური კიევი ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ აღიარებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩვენების ჩატარებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „უკრაინა რუსეთისა და მისი ოკუპანტი რეჟიმის ამ ნაბიჯს აღიქვამს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების ლეგიტიმაციის მცდელობას, მათ შორის „ეთნიკურ წმენდასა“ და ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას“.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს 2019 წლის 9 ივნისს, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. უკრაინა რუსეთისა და მისი ოკუპანტი რეჟიმის ამ ნაბიჯს აღიქვამს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების ლეგიტიმაციის მცდელობას, მათ შორის ეთნიკურ წმენდასა და ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე, მიესალმება საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ მშვიდობიან ნაბიჯებს, როგორიცაა, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რისი მიზანიცაა ქართველებისა და ოსების შერიგება“,- ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა