„ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი - დავინახე, რომ საარჩევნო უბანთან ირაკლი ზარქუა ესაუბრებოდა „ძველ ბიჭებს", ვიდეოს გადაღება დავიწყე, რამაც ის გააღიზიანა

ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დამკვირვებლის, ნინო იმედაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ე.წ. ძველ ბიჭებთან საუბრის დროს შეამჩნია.

დამკვირვებლის თქმით, ამ ფაქტის დანახვისას მან ვიდეოს გადაღება დაიწყო, რამაც ირაკლი ზარქუას გაღიზიანება გამოიწვია.

„დავინახე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი და მაღალჩინოსანი ირაკლი ზარქუა ესაუბრებოდა უბნის „ძველ ბიჭებს". ჩავრთე კამერა და გადავიღე, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობა მჭიდროდ თანამშრომლობს "ძველ ბიჭებთან" იმიტომ, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში. ზარქუა მთელი დღის განმავლობაში იმყოფება ამ უბანზე და ახდენს კოორდინატორთა მობილიზებას. თავად ირაკლი ზარქუა ძალიან გაღიზიანდა ამ ფაქტის შემდგომ და გვეჩხუბებოდა, გვეუბნებოდა, რომ ის შვებულებაშია და დღეს ჩვეულებრივი მოქალაქე იყო", - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა