ანონსი 10 ივნისი

10 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება.

მის: გლდანის პატარა ტბა

საკონტაქტო პირი: ნანუკა ალავიძე 593524324

10 ივნისს, 10:00 საათზე, ისრაელური ტურისტული კომპანია AclassA Travellers Extreme Tours -ის გახსნის ცენერმონია გაიმართება.

მის: რუსთავის სარბოლო ტრეკი 21, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი.

საკონტაქტო პირი: ლიკა ბაბლუანი 558 93 35 72

10 ივნისს, 10:30 საათზე, სასულიერო პირები, ლგბტ კვირეულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

10 ივნისს, 11:00 საათზე, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.

მის.: სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის (გიული ჭოხონელიძის ქ.5, დიღომი)

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე 555101040

10 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს #58 სხდომათა დარბაზში, „VTB ბანკის“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6, დარბაზი #58

საკონტაქტო: 599 291202

10 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბოლო 8 წლის თვითმკვლელობათა სტატისტიკა და კვლევა თვითმკვლელობების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ გაიმართება წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიის, „ოქროს ტალღა“ პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე, კანადელი მუსიკოსი, მარკ მარტელი, თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა და სასტუმრო „ვინდჰემ გრანდის“ გენერალური მენეჯერი, მედეა კობახიძე.

მის: ინგოროყვას ქ.3

10 ივნისს, 12:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ელენე ხოშტარიას და სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: დეპუტატებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები.

მის.: ბარნოვისN42

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

10 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

10 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

10 ივნისს, 13:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ავტორს მერაბ ბოლქვაძეს შეხვდებიან.

ფრაქციის სათათბირო ოთახი N303 (A კორპუსი, III სართული)

10 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

10 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ივნისს, 16:30 საათზე, ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: სამშენებლო კოდექსის გადავადების საკითხი და განაშენიანების რეგულირების სფეროში არსებული პრობლემები.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

10 ივნისს, 17:00 საათზე, ორგანიზაცია "საფარის" ოფისში, პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც საქართველოში აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ისაუბრებენ ადამიანის უფლებების აქტივისტები: სამირა ბაირამოვა, თოზუ გულმამედოვა, გიულარ იბრაგიმოვა, სევინჯ ჰუმბათოვა.

მის.: გახოკიძის ქ. N11ა

საკონტაქტო: 995 555 11 99 49

10 ივნისს, 17:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

10 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.

მის: პარლამენტი, B კორპუსი. მე-2 სართულის ფოიე. (ბიუროს წინ)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს