ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო კომისიებს, რათა დროულად დასრულდეს ხმების დათვლა

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა და მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომ მათ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ და ხმების დათვლა დროულად მოხდეს.

„20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად, დროულად დაიხურა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების პროცესმა მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ამომრჩევლებმა დაბრკოლების გარეშე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო კომისიებს, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, რათა კანონის შესაბამისად წარიმართოს და დროულად დასრულდეს ხმების დათვლა. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს შესაძლებლობა აქვს, დააკვირდეს მიმდინარე პროცედურებს",- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ ხმების დათვლას და შედგება შემაჯამებელი ოქმები, ისინი მიეწოდება მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც მათ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ატვირთავს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს სპეციალური ვებგვერდის results.cec.gov.ge საშუალებით და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა