კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ლადო კახაძეს ხმა ამომრჩეველთა 62.5%-მა მისცა, შალვა შავგულიძეს - 37.5%-მა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით ლადო კახაძემ ამომრჩევლის 62.5%-ანი მხარდაჭერა მიიღო. როგორც კალაძემ განაცხადა, უბნებიდან მიღებული ინფორმაციით დათვლილია ბიულეტენების 75% და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, როგორც კალაძემ აღნიშნა, კახაძის კონკურენტმა ხმების 37.5% მიიღო.

„ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა მივაწოდო ინფორმაცია კონკრეტულად მათ. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლები ინფორმაციას, დათვლილია ხმების 75% და აქედან, 62.5% არის ლადო კახაძის, 37.5% არის შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბატონ ლადოს დამაჯერებლი გამარჯვება. სხვაობა ძალიან დიდია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს ციფრი. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამინებს, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, თბილისს და ზოგადად ქვეყანას“, - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა