ბიძინა გეგიძის შეფასებით, მშენებლობის კოდექსისა და გენგეგმის მოქმედების დროებით შეჩერება მრავალი არამიზნობრივი მშენებლობის გაგრძელების მაღალ რისკს აჩენს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბიძინა გეგიძის შეფასებით, პარლამენტის მიერ მშენებლობის კოდექსისა და გენერალური გეგმის მოქმედების დროებით შეჩერება მრავალი არამიზნობრივი მშენებლობის გაგრძელების მაღალ რისკს აჩენს.

სამშენებლო კოდექსის გადავადების და განაშენიანების რეგულირების სფეროში არსებული პრობლემებზე ბიძინა გეგიძე 10 ივნისს, პარლამენტში, ბრიფინგს გამართავს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი პერიოდის განსაზღვრას მშენებლობის კოდექსთან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააპროტესტეს.

გეგიძის განმარტებით, სრულიად მიუღებელია ფორსმაჟორულ ფორმატში, დაჩქარებული წესით იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და დამტკიცება, რომლებიც მეტწილად თბილისის მერიას ეხება და რომელთა მიხედვითაც, თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ამჟამად მოქმედი სამშენებლო რეგულაციები ნარჩუნდება.

“ხაზგასასმელია, რომ მშენებლობის კოდექსის მოქმედების გადავადება თბილისის მერიისათვის 2020 წლის სექტემბრამდე იგეგმება, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთ განსაკუთრებულ დათქმას მოიცავს, რომლის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები 2025 წლამდე ინარჩუნებს ძალას. მათი ახალ სამშენებლო კოდექსთან ჰარმონიზების ვალდებულება დღის წესრიგში მხოლოდ 2025 წლის შემდგომ დადგება, რის გამოც თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივა კოდექსის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ, წინააღმდეგობაში მოდის თვით მშენებლობის კოდექსისა და გენერალური გეგმის მიღების მიზნებთან“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს