ირაკლი კობახიძე - ვერანაირ არსებით გავლენას ვერ მოახდენდა  რაიმე ტიპის ხარვეზები არჩევნების შედეგზე

ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირ არსებით გავლენას ვერ მოახდენდა რაიმე ტიპის ხარვეზები არჩევნების შედეგზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დარღვევებსა და საარჩევნო უბნებზე კრიმინალების მობილიზებაზე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამომრჩეველს ჰქონდა სათანადო გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება

„ყველა ხედავდა იმ ვითარებას, რომელიც იყო არჩევნების გარშემო შექმნილი. ამომრჩეველს ჰქონდა სათანადო გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები, თუმცა ვერავითარ შემთხვევაში ვერანაირ არსებით გავლენას ვერ მოახდენდა, რაიმე ტიპის ხარვეზები არჩევნების შედეგზე. რეალურად დაიდო ის შედეგი, რომელიც აჩვენა მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა. ამომრჩეველმა გამოხატა საკუთარი ნება და ამ ნებას ასახავს ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა