ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „ოქროს ტალღა 2019“ გაიმართება

11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „ოქროს ტალღა 2019“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ოქროს ტალღის“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსის მთავარ მიზანს ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ამ სფეროში ჩართული ადამიანების წახალისება წარმოადგენს.

დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში სულ 15 ჯილდო გაიცემა, მათ შორისაა მთავარი პრიზი, „წლის სიმღერა“. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებულს ინტერნეტით ხმის მიცემის საშუალებით საზოგადოება ირჩევს, დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებს კი ავლენენ კომპეტენტური ჟიურის წევრები რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ ხელმძღვანელებთან ერთად სპეციალურად დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად.

წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფ „ქუინს“ ეძღვნება. გალაკონცერტის სპეციალური სტუმარია კანადელი მომღერალი მარკ მარტელი, რომელიც ფრედი მერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. მარკ მარტელმა 2018 წლის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მას „ქუინთან“ კიდევ ერთი პროექტი აკავშირებს - „ქუინ ექსტრავაგანზა“, ტურნესთვის ის თავად ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს. „ოქროს ტალღაზე“ მარკ მარტელი „ქუინის“ ყველაზე ცნობილ სიმღერებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღა“ 2014 წლიდან, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით იმართება. მთავარი ჯილდოს, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი "პე-ეს-პე" -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდჰემ გრანდი“ ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს