Global Finance-მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance - მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

Global Finance - მა საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნულ ჯგუფში საქართველო არის მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის.

„Global Finance - ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით.

Global Finance - ის შეფასებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობის და შიდა პრობლემების გამო 2018 წელი მრავალი ეკონომიკისთვის გარდამავალი წელი აღმოჩნდა ვალუტების მერყეობის, სასაქონლო ფასების კლებისა და ინვესტორთა ნდობის შემცირების თვალსაზრისით. გამოცემის შეფასებით, ამ ფონზე საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხასიათდებიან შთამბეჭდავი ზრდითა და ინვესტორებისგან მზარდი ინტერესით“, -აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, Global Finance - ი საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნეს გარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ძლიერი კავშირებით ევროკავშირთან.

ცნობისთვის, აღნიშნული შეფასებისთვის Global Finance ეყრდნობა შემდეგ წყაროებს:

· IMF, მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა (WEO), ოქტომბერი, 2018

· UNCTAD, მსოფლიო საინვესტიციო ანგარიში, June 2018

· WORLD ECONOMIC FORUM, გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში, 2018

· TRANSPARENCY INTERNATIONAL, კორუფციის აღქმის ინდექსი, 2018

· WORLD BANK, ბიზნესის კეთების სიმარტივე, 2019.

იხილეთ ლინკი: https://www.gfmag.com/global-data/economic-data/emerging-markets-hot-spots-2019

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა