შოთა ხაბარელი - უმრავლესობის სხდომაზე მთაწმინდაზე გამართულ არჩევნებზე და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე იყო საუბარი

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრმა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, ჩატარებულ არჩევნებსა და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას.

„განვიხილეთ ყველა ის პროცესი, რაც დღეს საქართველოშია. რა თქმა უნდა, საუბარი იყო არჩევნების შესახებ და ის შეფასებულია, როგორც მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები, სადაც დაცული იყო ყველა ნორმა", - განაცხადა ხაბარელმა.

კითხვაზე, განხილული იყო თუ არა უმრავლესობის სხდომაზე საკადრო ცვლილებები, დეპუტატი პასუხობს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა