რეპროდუქტოლოგიაში ახალ ხედვასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ჟორდანიას განახლებული კლინიკის ორგანიზებით, 9 ივნისს, სამედიცინო კონფერენცია - „ახალი ხედვა რეპროდუქტოლოგიაში“ გაიმართა.

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის. კონფერენცია მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევებს და სიახლეებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ ექიმებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ჟორდანიას კლინიკისა და უცხოელი კოლეგების როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო გამოცდილებას.

ჟორდანიას კლინიკის ინფორმაციით, კონფერენცია თემატური სესიებით იქნა დაყოფილი, სადაც ქართველმა და უცხოეთიდან მოწვეულმა დელეგატებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და მასთან დაკავშირებული გენეტიკური კვლევები, ინ ვიტრო განაყოფიერება, მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კლინიკის შედეგები ამ მიმართულებით, შვილოსნობის ფუნქციის შენახვა ონკოლოგიურ პაციენტებში, ჰისტეროსკოპიის როლი ადრეულ და გვიან რეპროდუქციულ ხანაში.

მათივე ცნობით, ღონისძიების მეორე ნახევარი დაეთმო იოსებ ჟორდანიასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფიმლის ჩვენებას და ფოტოგამოფენას.

2016 წელს, ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა VIVO Medical Group- ში გაერთიანდა. ჯგუფში გაერთიანების შემდეგ სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით და ახალი შემადგენლობით ფუნქციონირებს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმათულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა