გიორგი ტუღუში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობა კითხვის  ნიშნის ქვეშ დგას

აშკარად ვხედავ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მომავალში, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. მისივე თქმით, კონკურსი მთლიანად ერთ კანდიდატზეა მორგებული.

„რეალურად, რამდენიმე პრობლემა გვაქვს, რომელიც უკავშირდება ახალი ინსპექტორის არჩევას: პირველი - ეს არის თავად კონკურსი, რომელიც ჩატარდა გარკვეული დარღვევებით და ყველანი ვხედავთ, რომ კონკურსი მორგებულია იმაზე, რომ იყოს მხოლოდ ერთი ადამიანი. მხოლოდ ერთი კანდიდატი აკმაყოფილებდა რეალურად კრიტერიუმებს, რასაც კანონი ითვალისწინებს. გარდა ამისა, მე პირადად ლონდა თოლორაიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, საკმაოდ წარმატებულია იმ თანამდებობაზე, სადაც ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება შსს-ს მაღალჩინოსანს, გარდა ამისა მინისტრთან დაახლოებული პირის დანიშვნას იმ თანამდებობაზე რომელმაც მომავალში უნდა გააკონტროლოს სამართალდამცავების საქმიანობა, გამოიძიოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული - ვთვლი, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა. თავის დროზე, როდესაც ვითხოვდი, რომ პირდაპირ კანონში ჩადებულიყო შეზღუდვა, რომ არ ჰქონდა შსს-ს თანამშრომელს უფლება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, მაშინდელმა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. ვხედავ აშკარად, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ სამსახურის დამოუკიდებლობა მომავალში“, - განაცხადა ტუღუშმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს