გიორგი ტუღუში ლონდა თოლორაიას - ხედავთ თუ არა პრობლემას, რომ დღეს თქვენ ხართ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში დაინტერესდა ხედავს თუ არა ლონდა თოლორაია პრობლემას იმაში, რომ სახელმწიფო ინსპექტორად დანიშვნის შემთხვევაში მას შესაძლოა ყოფილი თანამშრომლების დევნა მოუწიოს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს უსმენენ, გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ინიციატივა კანონპროექტის განხილვისას, დოკუმენტში ჩადებულიყო შეზღუდვა, რომ კანდიდატს არ ჰქონოდა ნამუშევარი არც პროკურატურაში და არც შსს-ში მაღალ თანამდებობაზე.

„თქვენ ხედავთ თუ არა იმაში პრობლემას, რომ დღეს თქვენ ხართ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მნიშვნელოვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინისტრთან საკმაოდ დაახლოებული პირი და თუ თქვენ ამ თანამდებობაზე გაგამწესებენ, რაღაც პერიოდში, როცა დაფინანსებაც მოვა და დაკომპლექტდება გამომძიებლებით თქვენი სამსახური, დამტკიცდება დებულება, მოგიწევთ იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოთ, რომელთან ერთადაც თქვენ დღეს მუშაობთ, შეიძლება ისინი თქვენს დაქვემდებარებაშიც არიან უშუალოდ და ა.შ.“, - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს