ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები და დაკავებები გრძელდება

ყაზახეთში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა დღეს, ალმატიში საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიციამ აქციის 100-მდე მონაწილე დააკავა. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა ქალმა სამართალდამცავების ავტობუსში თვითდაზიანება მიიყენა და მის დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს.

გუშინ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საპროტესტო აქციების დროს 500 კაცი დააკავეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არასამართლიანი იყო და შედეგი წინასწარ განსაზღვრული.

დღეს ნურ-სულთანში გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებულია ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. „უნდა აღვნიშნოთ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც გუშინ გაიმართა მსხვილ ქალაქებში, აღკვეთეს სამართალდამცავებმა და ამას ბევრი ადამიანის დაკავება მოჰყვა”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა