ირაკლი კოვზანაძე - ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა - ინვესტიციების შემცირება მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებას უკავშირდება

ქვეყანაში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, Global Finance-მა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. ინვესტიციების შემცირება უკავშირდება მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებას და ზოგიერთი პროექტის რეზიდენტების განკარგულებაში გადასვლას,-ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტების კითხვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშიც შეაჯამა და განმარტა, რომ ანგარიშში, ფუნდამენტურად არის წარმოდგენილი ყველა მიმართულება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატით არის განსაზღვრული. მისი თქმით, კობა გვენეტაძემ ფასების სტაბილურობისა და საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით არგუმენტურებული პასუხები წარმოადგინა.

„მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა 2018 წლის შედეგებიდან გამომდინარე იყო ადეკვატური, განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის კუთხით, ისევე როგორც ფასების სტაბილურობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანგარიში წარდგენილი იქნას სესიაზე", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება შენიშვნებს, კოვზანაძის თქმით, ფინანსური სტაბილურობის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, ლარის კურსის და სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომელსაც კომიტეტის მოხსენების დროს სესიაზე წარადგენს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.

მისივე თქმით, დეპუტატებს აქვთ მოსაზრება, რომ როგორც ეროვნული ბანკი აკეთებს შესყიდვებს, ხომ არ არის შესაძლებელი ინტერვენციები გააკეთოს ამ შემთხვევაში.

„ეროვნულ ბანკი იზიარებს საერთაშორისო სავალუტო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებებს აღნიშნული მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უნდა უზრუნველყოფდეს ფასების სტაბილურობას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ის შეხედავს, რომ ინფლაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება, მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის ინტერვენცია, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, მინიმალური სარეზერვო მაჩვენებლების აწევა და ა.შ.", - განაცხადა კოვზანაძემ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. პარლამენტის წევრებს სებ-ის პრეზიდენტთან კობა გვენეტაძესთან ძირითადი კითხვები ლარის კურსზე, საბანკო რეგულაციებზე და რეზერვების შესყიდვასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა