„ევროპული საქართველო"  მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის პაკეტს მხარს არ დაუჭერს

„ევროპული საქართველო" მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის პაკეტს მხარს არ დაუჭერს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, არის რიგი საკითხები, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღით გათვალისწინებული ცვლილებების მომართულებით დღის წესრიგში დააყენა. თუმცა კახიძის თქმით, როგორც ჩანს, ამის გათვალისწინებას უმრავლესობა არ აპირებს.

კახიძის განმარტებით, პირველ რიგში ისინი ითხოვდნენ მოსამართლის არჩევის დასაბუთებას. მისივე განმარტებით, ქულების დაწერა ისე ხდება, რომ არანაირი დასაბუთება არ ახლავს, რატომ დაუწერეს ერთ კანდიდატს პირობითად - 100 და მეორეს - 70 ქულა. კახიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ პროექტში არაფერია ასახული.

"მეორე პრობლემა, რომელიც ახლავს ამ პაკეტს, გახლავთ მოსამართლეების უფლებამოსილება, რომ მათ თავად აირჩიონ თავიანთი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაუნიშნოს და ამ გზით არ აკონტროლონ საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოები", - განაცხადა კახიძემ.

მისივე განმარტებით, მესამე საკითხი ეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობას. კახიძის თქმით, დისციპლინური საჩივრის ხანდაზმულობის ვადა 5-დან 4 წლამდე მცირდება, რაც არ არის მისასალმებელი.

რაც შეეხება მეოთხე საკითხს, რომლის გათვალისწინებასაც „ევროპული საქართველო“ ითხოვს, ის საკვალიფიკაციო გამოცდას უკავშირდება.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ უნდა ჩაატაროს ის გამოცდა, რომლის შედეგებიც გახდა ცნობილი კონკურსანტებისთვის. ამ ინფორმაციამ გაჟონა და დღემდე არის გამოუძიებელი. ეს საბჭო სრულიად დისკრედიტირებულია ამ მიმართულებითაც. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ საბჭოდან სკოლას უნდა გადაეცეს ამ გამოცდის ორგანიზების უფლებამოსილება. ბოლო საკითხი ეხება თვითონ საბჭოს სხდომების საჯაროობას, არა მხოლოდ ჩვეულებრივი სხდომების, არამედ მოსამართლეთა არჩევის პროცესის გამჭვირვალობას. ვთვლით, რომ კანონში უნდა აისახოს ეს გარანტია, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მედიას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ გამჭირვალობის მაღალი ხარისხით დააკვირდეს პროცესს. ამ თემების გაზიარება, როგორც ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა, მმართველი გუნდის მხრიდან არ მოხდება. შესაბამისად, "ევროპული საქართველო" ე.წ. მეოთხე ტალღის პაკეტს მხარს არ დაუჭერს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას, საპარლამენტო განხილვებში და ყველა იმ საკითხს, რომელსაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვსვამდით, დავაყენებთ უკვე საკომიტეტო და პლენარულ ფორმატში", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა