გიორგი მიქაუტაძე დაუსაბუთებელს უწოდებს მესამე სექტორისა და ოპოზიციის მოთხოვნას, რომ სასამართლომ თავმჯდომარეები თავად აირჩიოს

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად საკითხებზე კონსესუსი მიღწეულია,- ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტში გამართულ შეხვედრას,რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა მეოთხე ტალღის ფარგლებში ძირითადი ცვლილებები შეეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ კანონს, სადაც გარკვეულწილად იცვლება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ასევე მსმენელების სკოლაში ჩარიცხვის წესი.

"ამასთან ცვლილებები შეეხო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ორგანულ კანონში განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები, რაც გულისხმობს შემდეგს, მაგალითად: გაიმიჯნა ინდივიდუალური და ნორმატიული აქტის მიღების წესი და პროცედურები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. შემოდის ახალი დებულებები, ამა თუ იმ სამართლებრივი აქტების დასაბუთები მათ გამქვეყნებასთან დაკავშირებით. ასევე, გარკვეულწილად მოწესრიგდება სხდომების საკითხი, თუ რას გულისხმობს საჯაროობა და პროაქტიულად რა ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება ექნება საბჭოს", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე დაუსაბუთებელს უწოდებს მესამე სექტორისა და ოპოზიციის მოთხოვნას, რომ სასამართლომ თავმჯდომარეები თავად აირჩიოს. მისი თქმით, ასე არ შეიძლება, რადგან სასამართლოს თავმჯდომარე გარკვეული მენეჯერული თვისებებით უნდა იყოს აღჭურვილი და სწორედ ამ ნიშნით ის უნდა შეარჩიოს კომპეტენტურმა ორგანომ. მიქაუტაძის განმარტებით, არ შეიძლება შემთხვევით ვინმე გახდეს სასამართლოს გავმჯდომარე.

„ის უფლებამოსილებები, რომელიც რეალურად გააჩნია თავმჯდომარეებს და ამით სარგებლობენ, შეკვეცილია. ამ შეხვედრის ყველა მონაწილეს რომ მიმართოთ კითხვით, რა უფლებამოსილებით სარგებლობს თავმჯდომარე, პასუხის გაცემა გაუჭორდებათ, იმიტომ, რომ სასამართლოს მოხელეების ძალიან მცირე ნაწილის დანიშვნას თუ არ ვიგულისხმებთ, ფაქტობრივად, სასამართლოს თავმჯდომარეს თითქმის აღარ გააჩნია უფლებამოსილებები. ამიტომ,გაურკვეველია ამდაგვარი დაინტერესება ამ საკითხით", - განაცხადა მიქაუტაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდა .

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა