ცხინვალში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ცხინვალში, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე სროლების შედეგად, ერთი ადამიანი ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ცხინვალის შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინციდენტი დღისით, პუშკინისა და ჯიოევის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

„ადგილზე მუშაობენ შსს-სა და პროკურატურის ოპერატიული სამძებრო ჯგუფები. ისინი მომხდარის გარემოებებსა და სროლებში მონაწილე პირების დადგენას ცდილობენ“ - განაცხადა დეფაქტო მინისტრმა.

თვითმხილველების განცხადებით კი, ერთმანეთს „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა ესროლეს.

„საპარლამენტო არჩევნები“ იკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ 9 ივნისს გაიმართა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს