გიორგი ქობულია - არ არის გამორიცხული, ჩემი სამომავლო გეგმები პოლიტიკასაც დავუკავშირო

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც თავის სამომავლო გეგმებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უფრო დიდი კვალი დატვოს.

„არ არის გამორიცხული, ჩემი სამომავლო გეგმები პოლიტიკასაც დავუკავშირო. რა თქმა უნდა, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ უფრო დიდი კვალი დავტოვო ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე მაქვს ასეთი ამბიცია და მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს გავაკეთო. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე შეზღუდვა, რაც პირადულია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სამომავლოდ განვიხილავ“, - განაცხადა ქობულიამ.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში უკვე ჩამოყალიბებული ისეთი პოლიტიკური ძალა, სადაც საკუთარ თავს ხედავს, ქობულიამ უპასუხა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია და ურჩევნია, ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ ისაუბროს.

„ამაზე ამ ეტაპზე მირჩევნია არ ვისაუბრო. ჯერ არ გადამიწყვეტია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვხედავ თუ არა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა