სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევის გაეროს ოფისთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში ქეთევან მახარაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს