კახა კალაძე ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაზე - ყველა პოლიტიკოსს მოსახლეობა პასუხს 2020 წლის არჩევნებზე გასცემს

ოქრუაშვილის განცხადებების შეფასება არასწორი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს მოსახლეობა პასუხს 2020 წლის არჩევნებზე გასცემს.

„ყველაფერს განსჯის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც ეს იყო 2012 წლის არჩევნებზე, როგორც ეს იყო 2012 წლიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს გასცემს პასუხს 2020 წლის არჩევნებზე",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებაში" 2020 წლისთვის ახალი სახეების გამოჩენას, კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

"პარტიაში მიმდინარე პროცესი ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც გუშინ და დღეს არ დაწყებულა და არც არასდროს შენელებულა. რაც შეეხება კადრებს, 2020 წლისთვის ვინ იქნება, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. როცა ამის დრო მოვა, მოსახლეობა, საზოგადოება თქვენი მეშვეობით გაიგებს",- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა