ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნება“ სხვა არაფერია, თუ არა რევანში „ვარდების რევოლუციაზე“

„ქართული ოცნება“ სხვა არაფერია, თუ არა რევანში „ვარდების რევოლუციაზე“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ფრაზას რომ „არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს კომპარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად“, ჭიაბერაშვილის თქმით კობახიძის მიერ „ნახევრად ხუმრობით“ ნათქვამი ფრაზა „ქართული ოცნების“ რეალურ იდეოლოგიას წარმოადგენს.

„კობახიძის ვითომ ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ფრაზა: ერთად გავასამართლოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და კომპარტია, ზუსტად ასახავს „ოცნების“ ნამდვილ იდეოლოგიას, კორუმპირებული, უნიათო, არაპროფესიონალური ხელისუფლების მიდგომას, რომელსაც კომპლექსი აქვს ყველაფერი წარმატებული საქმის. „ქართული ოცნება“ სხვა არაფერი არ არის, თუ არა რევანში „ვარდების რევოლუციაზე“. „ქართულ ოცნებას“ შერჩენილი რომ ჰქოდნეს პოლიტიური სინდისი, ის აბსოლუტურად მკაფიოდ იტყოდა, თუ როგორ მიიღო ბათუმმა დღეს ეს ჯილდო, ან ქუთაისის აეროპორტი რომ გიორგი კანდელაკის იდეაა. პოლიტიკური სინდისი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. თქვენ არ შეგიძლიათ ემსახუროთ ხალხს. თქვენ გალაპარაკებთ პოლიტიკური უნიათობა...გუშინწინ ბევრი აქ მყოფი ადამიანი ხაზინიდან იპარავდა და ხაზინის ქურდები იყვნენ. ისინი შეკრულები იყვნენ და არიან კრიმინალურ სამყაროსთან. 90-იანების პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ჰქვია, როგორ შეიძლება მოსწონდეს რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოხდა?! თქვენ კომუნისტური რეჟიმის პირდაპირი მემკვიდრეობა ხართ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს თავადაც არ სწამს წარმატებული რეფორმების და ქვეყნის წარმატებული მომავლის, ამიტომ პირადი კეთილდღეობის მოწყობაზეა გადასული.

„თქვენ შინაგანად არ გჯერათ ამ ქვეყნის წარმატების, ამბობთ მაინც სიღარიბეში დარჩება ქვეყანა და მე რატომ მოვიკლო კეთილდღეობაო. მართლა კარტოფილით და ხახვით კი არ ყიდულობთ ამ ხალხს არჩევნებზე, ასეულობით მილიონებით ლარს უშვებთ ადგილობრივი სსიპ-ებისა და და ა(ა)იპების ხელოვნურად შექმნილი ბიუჯეტებიდან თქვენი „ქოც აქტივის“ პირამიდაში. თქვენ ეუბნებით ხალხს: რეფორმებსა და წარმატებაში თქვენი ადგილი არ არის, დარჩებით ღარიბებად და იკმარეთ ეს 200-300 ლარი. ეს წარმოადგენს თქვენს კონტრაქტს ბირჟასთან, ეს წარმოადგენს თქვენს კონტრაქტს კრიმინალებთან, ეს არის ის რაც ქვეყანას ხევს უკან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა