ჩინეთში თავსხმა წვიმას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში რეკორდული რაოდენობის ნალექის მოსვლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით კი დახმარების გარეშე დარჩა.

თავსხმა წვიმამ ასობით სახლი და ათასობით ჰექტარი ნათესები გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საერთო ჯამში, 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, გზები და ხიდები კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

გუიჯოუს პროვინციაში, ერთ-ერთ ქალაქში წყლის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია. გუანსი-ჯუანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში 20 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ძიანსის პროვინციაში კი 150 ათასი ადამიანი დროებით თავშესაფარში გადავიდა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი წვიმა ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა