ლევან იზორია გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. 12 ივნისს, ქალაქი გაბალა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან. საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერება ხელი. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს კი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან განიხილავს.

ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება, სადაც კოლეგები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა