ანონსი 12 ივნისი

12 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოში მოქმედი 10 ბიზნესგაერთიანება ერთობლივი წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრს 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული ბრძანების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, უქმდება მთელი რიგი შეღავათები იმპორტიორი კომპანიებისთვის. დამატებით კომენტარებს ასოციაციის წარმომადგენლები გააკეთებენ ადგილზე, ფინანსთა სამინისტროსთან.

მის.: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გორგასლის ქ.N16

საკონტაქტო: გიგლა მიქაუტაძე, გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი - 577 080 060

12 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტი ზაზა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ზაზა დავითაია, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ აქციაზე თავს დაესხნენ, სასამართლოს ზონდერების მფარველობაში ადანაშაულებს.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 ივნისს, 11:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე 2019 წლის გამოცდების განრიგთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მინდელის ქ. N9

12 ივნისს, 11:00 საათზე, მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას N7

12 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტთან თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები და მოხალისეები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას. ხელმოწერები ზაფხულის განმავლობაში შეგროვდება მთელი საქართველოს მასშტაბით და საშემოდგომო სესიაზე წარედგინება პარლამენტს.

საკონტაქტო: თეონა ჭალიძე - 591 05 16 01

12 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტში, "ევროპული საქართველოს" ფრაქციის ოთახში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: C ჰეპატიტის ჩავარდნილი პროგრამა

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

12 ივნის, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსი ნოდარ ჭუმბაძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტრაგიკული შემთხვევები ზღვაში, მდინარეებსა თუ ტბებზე; უსაფრთხოების ნორმები და წესები; სტატისტიკა; საშიში და საფრთხილო მონაკვეთები და გაფრთხილება მოსახლეობას.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 ივნისის, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

12 ივნისს, 11.30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე კომენტარს გააკეთებს.

მის: ალ.ყაზბეგის გამზირი #12

12 ივნისს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

12 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

12 ივნისს, 13:00 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა“.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტში ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

12 ივნისს, 13:00 საათზე, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის მიერ ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

მის: მწერალთა სახლში ( თბილისი, მაჩაბლის 13)

საკონტაქტო : 597513933

12 ივნისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება გაიმართება.

მის.: თსუ ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა N11

საკონტაქტო: 2 22 23 91

12 ივნისს, 16.00 საათზე, თურქეთის ბაშკენტის უნივერსიტეტის ლექტორს, მკვლევარს დერია ჩინი შიმშექს, რომელმაც თურქეთში გამოსცა წიგნი „საქართველოს პირველი მისია ქ. ანკარაში, თურქულ-ქართული ურთიერთობები“, გადაეცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ღონისძიებას დაესწრება თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის: კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის შენობა, მე-3 სართული

12 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება გაიმართება.

მის: ტოვსტონოგოვის #2

საკონტაქტო: ანანო წივწივაძე - 599 563 455

12 ივნისს, 19:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრება.

მის: მრავალფუნქციური ცენტრი „რესპუბლიკა“. რესპუბლიკის მოედანი.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577211300; ნინო ტალახაძე - 595053605

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს