ნუკრი ქანთარია „ევროპულ საქართელოზე“ - მართლა სტალინის დროს რომ დაბადებულიყვნენ ეს ბავშვები, როგორ ირბენდნენ გეტრებით, მოკლე შარვლებითა და წითელი ბუშტებით, კარგი სანახავები იქნებოდნენ

ე.წ „ევროპული საქართველოს“ გამორჩეული ყოჩი გიგა ბოკერია ცდილობდა, დღეს გადაეფარა არჩევნებში განცდილი მარცხი, - ასე შეაფასა დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირება დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

„აქ ერთი ფაქტია, არჩევნების შემდეგ გარკვეულ არასტაბილურ შინაგან მდგომარეობაში იმყოფებიან ოპონენტები; ე.წ. „ევროპული საქართველო“ მის გამორჩეული ყოჩი გიგა ბოკერია, რომელიც ცდილობდა, ამით გადაეფარა არჩევნებში განცდილი მარცხი - ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. გადაწვდნენ უკვე წარსულს. ვოლკსის ცეკას ინსტრუქტორობა გაიხსნეს და მაღალი თანამდებობაზე რომ იყავიო. არადა გვახსოვს, რომ ცეკას ინსტრუქტორი არ იყო მაღალი თანამდებობა. კანდელაკმა საერთო არ მოისვენა და კალენდარი გადაფურცლა, გადაფურცლა და 37 წელზე ჩავიდა, იმის შთამომავალი ხართო. ერთი, მართლა სტალინის დროს რომ დაბადებულიყვნენ ეს ბავშვები, ახალგაზრდები, როგორ ირბენდნენ გეტრებით, მოკლე შარვლებითა და წითელი ბუშტებით, კარგი სანახავები იქნებოდნენ ნამდვილად“, - განაცხადა ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა