პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის სენატის მართლსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ლინდსი გრემი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, მისასალმებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევა.

საუბრისას ითქვა, რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა ფართო რეგიონში, სადაც ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანა, რომელიც აფასებს აშშ-ის მნიშვნელოვან წვლილს მიღწეულ წარმატებაში და მზად არის, მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე პარტნიორობა.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეზე და ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესისგან.

პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა