თამარ ჩუგოშვილი სასამართლოსთან დაკავშირებით მაიკ პომპეოს გზავნილებზე - სწორედ იმ თემებზე გაკეთდა გამოსვლაში აქცენტი, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება

არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. სწორედ იმ თემებზე გაკეთდა ამ გამოსვლაში აქცენტი, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ჩუგოშვილის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებას საქართველო, მათ შორის, აშშ-ის მხარდაჭერით ახორციელებს და არ არის გასაკვირი, რომ პომპეო ამ საკითხს გამოეხმაურა.

„არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, რაც თავადაც ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელების ძირითად მიმართულებებს. ამ წლების განმავლობაში რეფორმების კუთხით ქვეყანამ ძალიან დიდი გზა გამოიარა, მაგრამ ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს გზა დასრულებული არ არის და ინსტიტუციების გაძლიერების პროცესში ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი. ამას ვაკეთებთ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით და მათთან პარტნიორობით. ამიტომ, არაფერი ამაში საგანგაშო არ არის. ეს არის პარტნიორთან ჩვეულებრივი თანამშრომლობა. ისინი ხელს უწყობენ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის დაფინანსების კუთხითაც და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ იმ თემებზე გაკეთდა ამ გამოსვლაში აქცენტი, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა