კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ იაფი სესხი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები

ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, იქნება იაფი კრედიტები, ტაქსის მძღოლებისთვის ხელშეწყობა მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ტაქსების რეფორმაა. კალაძის განმარტებით, მათ ბევრი რამ დათმეს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს ხელი შეუწყონ.

„ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პიოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელვანი რეფორმაა. ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრას ვმართავთ ტაქსის მძღოლებთან, საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც არის შექმნილი. ჩვენ ბევრი ცვლილებები განვახორციელეთ, რაღაცები დავთმეთ... ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, ვინც ამ სერვისს ახორციელებს. მეორე მხრივ, მოწესრიგებული უნდა იყოს ტაქსები დედაქალაქში, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, კმაყოფილი იყოს, იყოს გამართული ავტომობილები, სუფთა ავტომობილები. ზოგადად, ტაქსი არის ქალაქის სახე, ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება და ჩვენი მხრიდანაც, რეფორმას, რომელიც წამოვიწყეთ, პირველი ეტაპები აქვს და მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, კიდევ უფრო საინტერესო მოთხოვნები იქნება და იქნება ხელშეწყობა, რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული და დალაგებული.

შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფმა დასვა საკითხი, რომ ყველა ტაქსის მძღოლს აქვთ პრობლემა, რომ მათი შემოსავალი არსად არის აღრიცხული და ამის გამო მათ უჭირთ ბანკში სესხის აღება, ავტომანქანების გამოყვანა და ა.შ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მივაღწიეთ შეთანხმებას და მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში თვითონ ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას. იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის, სპეციალური პროგრამები კეთდება, ეს არის მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, იქნება იაფი კრედიტები, იქნება ხელშეწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა