საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი - ბანაობისას ფატალური შედეგები ძირითადად მოქალაქეთა დაუდევრობით ხდება

ბანაობისას ფატალური შედეგები ძირითადად მოქალაქეთა დაუდევრობით ხდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველოს, თბილისის სამმართველოს უფროსმა, ნოდარ ჭუმბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები ხშირად არ ითვალისწინებენ მაშველების მითითებებს და საბანაოდ ნასვამ მდგომარეობაშიც შედიან.

„ბანაობისას, ძირითადი ფატალური შედეგები დგება მოქალაქეთა დაუდევრობით. ძირითადად არ ითვალისწინებენ მაშველების მითითებებს, ნასვამ მდგომარეობაში შედიან მდინარეებსა და ტბებში და ბანაობენ. არ ემორჩილებიან და აკრძალულ ტერიტორიებში, სადაც არ არის შესაბამისად შემოფარგლული და გამოყოფილი ბანაობისთვის ადგილები, იქ შედიან. ასევე შედიან ისეთი მცურავი საშუალებებით, როგორიცაა გასაბერი ლეიბი, ან გასაბერი ნავი, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე გამოდის მწყობრიდან და ასეთ შემთხვევებზეც გვიხდება რეაგირება", - განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაშველები განთავსებული ჰყავს როგორც თბილისის ზღვაზე, ისე კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და მდინარე მტკვართან.

„რაც შეეხება ბანაობის სეზონის დაწყებას, მობანავეთა და სამაშველო დანაყოფების უსაფრთხოების კუთხით, დღეის მდგომარეობით, ქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ჰყავს განთავსებული სამაშველო დანაყოფები თბილისის ზღვაზე, მდინარე მტკვარზე და კუს ტბაზე. დამატებით გვყავს ლისის ტბაზე, სადაც 24 საათიან მორიგეობას აწარმოებენ სამაშველო დანაყოფთა ჯგუფები", - განაცხადა ჭუმბაძემ.

მისივე თქმით, სანაპიროებზე, დღეის მდგომარეობით, განთავსებულია თანამედროვე სწრაფმავალი მცურავი საშუალებები.

მისივე თქმით, მაშველები, ბანაობისთვის საშიში ზონების მუდმივ კონტროლს ახორციელებენ.

„მაგალითად თბილისის ზღვაზე, გამოყოფილია საბანაო ზონა, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობით. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც გამოყოფილია საბანაო ზონა, შემოფარგლულია შესაბამისი მანიშნებელი ტივტივებით, რაც განსაზღვრავს ბანაობისთვის ნაკლებად საშიშ ტერიტორიასა და ზონას. იქ დღის განმავლობაში განთავსებულია 20-მდე მაშველი, შესაბამისი თანამედროვე მცურავი საშუალებებით, რომლებიც მობანავეთა უსაფრთხოებას იზრუნველყოფენ. დღის განმავლობაში ახდენენ სისტემატიურ კონტროლს, შემოვლა-დათვალიერებებს ისეთ ადგილებში, სადაც ტერიტორიები საშიშია ბანაობისთვის. მაშველები მითითებებს აძლევენ მობანავეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ისინი 24 საათის განმავლობაში, შეტყობინების საფუძველზე ახდენენ რეაგირებას და აწარმოებენ როგორც ზედაპირულ საძიებო სამაშველოებს, ისე წყალქვეშ სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკა-აღჭურვილობის გამოყენებით", - განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა