კახა კალაძე - ცხოველების წამების საკითხზე კანონში შესული ცვლილებები ახდენს პრევენციას, რომ ასეთ ქმედებებს სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს

ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი გამკაცრდა და შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა არის ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა. ჩვენ იცით. რომ კანონპროექტს ინიცირება გავუკეთეთ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი მუშაობით პარლამენტში და პარლამენტმა მესამე მოსმენით ეს კანონი და კონონში ცვლილებები მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს.

რაც შეეხება კანონში შესულ ცვლილებებს, ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ ცხოველებს, ასახიჩრებდნენ, აუბედურებდნენ. ეს ძალიან მძინე სანახავია და, რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული გადასახადი გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგელობლობა.

ამ ცვლილებებით რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პრევენცია გაკეთდეს და ასეთ ქმედებებს სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა