ვეტერანებს მრავალპროფილური სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ

14 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ მხარდაჭერით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივა-მედში“, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ბენეფიციარებს მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი (კარდიოექოსკოპია, კარდიოგრამა), ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ანგიოქირურგი („დოპლერით“ კვლევა) მამოლოგი, უროლოგი, ზოგადი ქირურგი, ექოსკოპისტი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი.

მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს, ასევე, ჩაუტარდებათ რენტგენოლოგიური კვლევა (ექიმის დანიშნულებით).

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან მისამართზე დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12-ე კილომეტრი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა