ირანი იაპონიას აშშ-სთან შუამავლობას სთხოვს

ირანი აპირებს იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბეს სთხოვოს შუამავლად გამოვიდეს თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბოლო პერიოდში უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების მოსაგვარებლად. სინძო აბე თეირანში ვიზიტით ჩადის. ეს იაპონიის პრემიერის პირველი სტუმრობაა ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ირანელ ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ სინძო აბე შესაძლოა საუკეთესო შუამავალი აღმოჩნდეს. ირანელებს უნდათ, რომ აშშ-მ ან უბრალოდ გააუქმოს, ან გარკვეული ვადით შეაჩეროს მაინც ირანის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ კვლავ შემოღებული სანქციები. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მაისში იაპონიაში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ისიც მიესალმა სინძო აბეს შესაძლო შუამავლობას ირანთან მოლაპარაკებებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა