საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა.

ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამგზავრებამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის პარკში ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა