იემენელი ჰუსიტების საუდის არაბეთის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 26 ადამიანი დაშავდა

იემენში მიმდინარე რელიგიურ-სამოქალაქო ომის მონაწილე მხარემ, შიიტური ისლამის მიმდევარმა ჰუსიტებმა რაკეტა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ორი სახელმწიფოს საზღვრიდან 200 კილომეტრით დაშორებულ სამოქალაქო აეროპორტ აბხას ესროლეს. „როიტერსის“ ინფორმაციით, დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და ორი ბავშვი, დაზიანდა შენობაც.

8 კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

საუდის არაბეთი იმ სამხედრო ალიანსის ლიდერია, რომელიც იემენში მხარს უჭერს სუნიტების ალიანსს. ამ კოალიციას მხარს უჭერს დასავლეთიც. ალიანსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მკაცრ პასუხს გასცემენ სამოქალაქო აეროპორტზე თავმდამსხმელებს. სუნიტების აზრით, ამ ინციდენტმა ნათლად დაადასტურა ირანის მიერ შიიტი ჰუსიტების მხარდაჭერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა