ნათია თურნავა - ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია და ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული, კომერციულად მიმზიდველი პროექტი

ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სოლიდურია მისი ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური, სოლიდური დასაბუთება არის სწორედ ის საფუძველი, რითიც აიხსნება ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის მაღალი ინტერესი პროექტის მიმართ.

„ეს ორგანიზაციები აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და კომერციულადაც ძალიან მიმზიდველი პროექტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია თურნავა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აშშ-ში იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა