დავით ჭიჭინაძე - პირველ რიგში, ეთიკის საბჭოზე „ქართული ოცნების“ საქმეა განსახილველი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის

იმის შემდეგ რაც მოვისმინეთ, რომ 2012 წელი თურმე ხარვეზიანი ყოფილა და დაპირებებს თურმე შესრულება არ უწერია, ვფიქრობ, ეთიკის საბჭოზე პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ საქმეა განსახილველი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლებმა მოახერხეს ის, რომ მათი სიტყვა აღარ არის წონადი.

„ამიტომაც როცა არგუმენტები არ აქვთ, გადადიან კუნთებსა და მუშტებზე, პირველყოფილ მეთოდებს მიმართავენ. მოკლედ, სანქცია არ უშველის არაფერს. აღარავის სჯერა მათი სიტყვების და არაფრით არ განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“. თანაც, წესრიგის დამყარება არ ხდება შეზღუდვით. წესრიგის დამყარება ხდება წესიერი საქციელით და არა ვიღაცის მოგონილი სანქციებით. უკულტურო დეპუტატს არანაირი ეთიკის საბჭო არ უშველის და ეს მხოლოდ თამაშია.

ისე, მივლინებაში მეც მივდიოდი ყაზახეთში, დამკვირვებლად, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ამიკრძალა. ასე რომ, დიდი დანაკარგი არ არის. ზოგადად, თვითონ ფაქტია ყველაზე არაეთიკური, როცა შენი საკითხი ეთიკის საბჭოზე გადის“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა