ანონსი  13 ივნისი

13 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე, რომელზეც მოწვეულები არიან პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

13 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ააიპ ,,საზოგადოებრივი აზრის“ პროექტის ,,პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში" შემაჯამებელი პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის მერიის, კერძო და უმაღლესი სასწავლებლების, სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1(მე-6 საკონფერენციო დარბაზი)

საკონტაქტო: 593 61 66 70

13 ივნისს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძისა და ჟვანიას ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ჟვანიას ქუჩაზე მოსახლეობის სიცოცხლისათვის საშიში განაშენიანების წინააღმდეგ მიმართული აქტივობები და მიღებული შედეგები“.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

13 ივნისს, 11:00 საათზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენას გახსნიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ექსპოჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა.

მის: ექსპოჯორჯია, მე-11 პავილიონი (წერეთლის გამზირი 118)

საკონტაქტო: მარიამ ცაიშვილი 599 55 02 40; თამარ მანჯავიძე 595 22 65 05; თამარ გოდერძიშვილი 577080087

13 ივნისს, 11:30 საათზე, “ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს და პოლიტიკურ ორგანიზაციებს 18-24 ივნისის ლგბტ კვირეულთან დაკავშირებით.

მის:მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 ივნისს, 11:30 საათზე, 20 ოპოზიციური პარტია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პარლამენტში მოქალაქეთა ხელმოწერებს შეიტანს.

13 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან მივა.

საკონტაქტო: ლანა 577158572

13 ივნისს, 12:00 საათზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართება პრესკონფერენცია.

მის: მარშალ გელოვანის 6.

13 ივნისს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრები განიხილავენ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: კახა კალაძის განცხადება ტაქსის მძღოლებისთვის იაფი სესხების შესახებ და ავტომობილების ჩანაცვლების საკითხი. ტაქსების რეფორმა - ტაქსის მძღოლების მოლაპარაკებები მერიასთან და კონკრეტული მოთხოვნები.

მის: წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტს გახსნის.

მის: გუდიაშვილის #7.

საკონტაქტო: 591 93 93 23 თეკლა ქველაძე

13 ივნისს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვებს შეხვდება და მათ მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესახებ მომზადებულ პრეზენტაციებს გაეცნობა და მათ კითხვებს უპასუხებს. ღონისძიება „იუნისეფის“ ორგანიზებით ტარდება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სათათბირო ოთახი N438

13 ივნისს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ანა ფუტკარაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პრემიები, დანამატები და ხელფასებისაქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, უწყების საქმიანობის შესწავლის შედეგები.

მის:ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 599 291202; 593 53 45 24

13 ივნისს, 14:00 საათზე, შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, თბილისის საკრებულოში გაიმართება სამუშაო შეხვედრა დეველოპერულ კომპანიებთან.

შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე გაუძღვება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

13 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

13 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

13 ივნისს 17.00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ირაკლი კობახიძის განცხადება.

მის: ბარნოვის 40

13 ივნისს, 18:30 საათზე, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ნეკერჩხლის ხეს დარგავენ.

გამწვანებაში საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძეც მიიღებს მონაწილეობას.

13 ივნისს, 20.00 საათზე სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება ახალი გადახდის სისტემის TPAY პრეზენტაცია.

მის: კოსტავას #14, სასტუმრო „სტამბა“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა