ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე მთავარ მოთხოვნად, მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე  2020 წლამდე გადასვლის საკითხს აყენებენ

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე მთავარ მოთხოვნად 2020 წლამდე მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აყენებეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ ხელისუფლება ეცდება მხოლოდ ფასადური ცვლილებების განხორციელებას და მხოლოდ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელიც მათ აწყობთ, ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„თუ ხელისუფლება გადაწყვეტს განახორციელოს მხოლოდ კოსმეტიკური, ფასადური ცვლილებები და მიიღოს ის, რაც მას აწყობს, ბუნებრივია ეს იქნება ფარსი, რომელშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შეყვება ხელისუფლებას. ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც შეიძლება შესრულდეს, არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა",- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით კი, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, საარჩევნო სისტემის შეცვლა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება შესაძლებელია.

„ყველაფერზე სამსჯელოდ მზად ვართ, მას შემდეგ, რაც მოხდება სისტემური ცვლილება და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. ვფიქრობ, თუ ხელისუფლებას ექნება პოლიტიკური ნება, შევა საკონსტიტუციო ცვლილება და გადავალთ ახალ სისტემაზე. ეს არის ეუთოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც და მჯერა, ის რაც კარგი იქნება 2024 წლისთვის, კარგი იქნება 2020 წელსაც, ვგულისხმობ მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას“, - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა